STV
კულტურა

სოფელ მუხურში, ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში ,,ლაშაობა“ ჩატარდა

  • ლაშა გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით პოეტის სახლ-მუზეუმის ეზოში, ღია სივრცეში გაიმართა ,,ლაშაობა“. ღონისძიებაზე შედგა ლაშას ლექსების ახალი ერთტომეულის – ,,პოეტი მაინც ერთი ლექსია“ პრეზენტაცია. ერთტომეული პუბლიცისტ ზაურ ნაჭყებიას რედაქტორობითა და მუხურელი ახალგაზრდის, ელენე ახალაიას იდეითა და დაფინანსებით, ასევე პოეტის მეუღლის, როზა ბერიკაშვილის აქტიური მხარდაჭერით გამოიცა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, მოწვეულმა სტუმრებმა და მუხურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ლაშა გახარიას შემოქმედებაზე, წაიკითხეს პოეტის ლექსები. ანსამბლმა ,,ნაცხა“ წარმოადგინა ქორეოგრაფიული ნომრები. ,,ლაშაობა“ სოფელ მუხურში, ტრადიციულად, პოეტის დაბადების დღეს, ყოველი წლის 11 ოქტომბერს ტარდება.

ღონისძიება წელს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მოკრძალებულად ჩატარდა. ,,ლაშაობას“ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის წევრი, პოეტის ოჯახის წევრები, მეგობრები, პოეტები და მოქალექეები ესწრებოდნენ.

პოეტი ლაშა გახარია დაიბადა 1947 წელს სოფელ მუხურში, ის ლექსებს წერდა როგორც ქართულ, ისე მეგრულ ენაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „მუზის პაუზა“. უკურნებელი სენით დაავადებული პოეტი 2004 წელს გარდაიცვალა.

Related posts

ბიძინა ივანიშვილის დახმარებით თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

რედაქტორი

“ჩელა” და “ოდოია” გასვლით კონცერტებზე

რედაქტორი

სენაკის მუსიკალური ფესტივალი გალა-კონცერტით საზეიმოდ დაიხურა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი