წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ლეშეროზიეს უბანში სასმელი წყლის პრობლემების გამო მძიმე მდგომარეობაა. აღნიშნული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, პრობლემების გადაჭრის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა,მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის და საზედამხედველო კომპანია შპს თი აი ჯი-აუდიტ ესკორტის წარმომადგენლები .

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ნაკიფუ-შეროზიას უბანში წყალმომარაგების სისტემების მოსაწყობად გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა სამუშაოები, მაგრამ ამჟამად ობიექტი მერიის მიერ ჩაბარებული და ექსპლოატაციაში შესული არ არის, ვინაიდან აღნიშნული ქსელი ექსპლოატაციამდე უნდა გამოიცადოს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ხარვეზები აღმოიფხვრას.

პროექტის მიმდინარეობისას, საპროექტო-საზედამხედველო ორგანიზაციებთან შეთანხმებით,პროექტში შევიდა ცვლილება და გათვალისწინებული ტუმბო შეიცვალა უფრო მძლავრი ტუმბოთი, რომ დროულად მომხდარიყო 2 ავზის წყლით შევსება. ლაშა ზარქუამ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შესაბამისი დადებითი დასკვნებისა და პრობლემების აღმოფხვრის შემდგომ მუნიციპალიტეტი ჩაიბარებს აღნიშნულ ობიექტს და მოსახლეობას მიეწოდება სასმელი წყალი.
ასევე აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს ტუმბოს დაერთება ელექტრო სადენთან ენერგო- პრო ჯორჯიასთან შეთანხმებით. აქვე აღნიშნა, პირადად მიიღებს მონაწილეობას ქსელის ჩართვისა და გატესტვის პროცესში,რათა მაქსიმალურად იქნას მოსახლეობის აზრი გათვალისწინებული.