STV
შემთხვევა

სოფელ პირველ მაისში, მოპედი ქვეითს დაეჯახა

  • ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მოპედი ქვეითს დაეჯახა. 65 წლამდე ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოშია გადაყვანილი მოპედის მძღოლიც.

საავადმყოფოს მორიგე ექიმის თქმით, დაშავებულები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებული და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Related posts

ავტომანქანა, რომელსაც ქალი მართავდა თხრილში გადავარდა

რედაქტორი

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჭითაწყარში

რედაქტორი

სოფელ ეწერში ადგილობრივის სახლს ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი