შემთხვევა

სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გარდაცვლილის ცხედარი კი ქუთაისის ესპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილია ორი პაციენტი,ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმყოფებიან კვლევის ფაზაში”,-აცხადებენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.

შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს,  რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

Related posts

საფრანგეთის ციხეში მყოფი ზუგდიდის მკვიდრი წუხელ გარდაცვლილი იპოვეს

რედაქტორი

სენაკში, მდინარე ტეხურაში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო

რედაქტორი

სოფელ გურიფულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი