რეგიონი

სოფელ საჩინოში საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მეწყერის გამო დაზიანდა,რამაც საცხოვრებელი სახლის ნაწილის ნგრევა გამოიწვია

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ზედა-საჩინოს ტერიტორიაზე მცხოვრები ელგუჯა გულორდავას საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მეწყერის გამო დაზიანდა,რამაც საცხოვრებელი სახლის ნაწილის ნგრევა გამოიწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებულ ოჯახში, იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა,მერის თანაშემწე ალბერტ ჭანია და მერის წარმომადგენელი საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბელა კვირკვია. მათ შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და აღინიშნა, რომ საკითხი საჭიროებს დეტალურ შესწავლას და სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე მოხდება დახმარების მაქსიმალური გაწევა.

შესაბამისი დახმარების გაწევამდე დაზარალებულ ოჯახს ახლობელი შეიფარებს.

Related posts

სამეგრელოში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმის დროებითი რწმუნებული დაესუ ჩანგი სტუმრობს

რედაქტორი

სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი