რეგიონი

სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების თანამედროვე სტანდარტების სახელოსნო შენდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ამ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერში სადურგლო და ხის დამუშავების სასწავლო სახელოსნოს აშენებს.

სახელოსნო კოლეჯის „ლაკადა“ პრაქტიკული სასწავლო ბაზა იქნება, სადაც ძირითადად მოხდება მდინარე ენგურის მიერ ჩამოტანილი ხე-ტყის მასალის გადამუშავება და მიზნობრივად გამოყენება. პროექტის ღირებულება შვიდასი ათასი ლარია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სახელოსნოს მშენებლობის პროცესი მოინახულა და პარტნიორებთან ერთად მისი შემდგომი განვითარების გეგმები დასახა.

სოფელი ფოცხო ეწერი ძირითადად დასახლებულია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებით, რომელთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს. ფოცხო ეწერში სახელოსნოს ფუნქციონირება დაეხმარება აქ მცხოვრებ მოსახლეობას უფასოდ დაეუფლონ რეგიონში ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას და დასაქმდნენ.

Related posts

სოფელ ადიშთან მისასვლელი დროებითი გზის მოწყობა დასრულდა

რედაქტორი

მეუფე გერასიმე: ასე მიდის ჩვენი ცხოვრება ბრძოლაში, წინააღმდეგობაში, მაგრამ დასასრული ყოველთვის არის სიკეთესთან დაკავშირებული

რედაქტორი

ზუგდიდში სადაზღვევო კომპანია პრაიმის სერვისცენტრი გაიხსნა

დატოვე კომენტარი