კონფლიქტი

სოფელ შამგონადან ოკუპანტებმა გელა როსტობაია გაიტაცეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან, რამდენიმე საათის წინ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობაიას ოჯახში ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა.

ხელისუფლების წარმადგენლების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რათა მოხდეს გატაცებული გელა როსტობაიას დროულად გათავისუფლება.

,,ეს არის რუსული ოკუპაციის მორიგი გამოვლინება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად ხდება ადამიანის უფლებების დარღვა. მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს გატაცებული ჩვენი მოქალაქის დროული გათავისუფლება“ – განაცხადა გიორგი შენგელამ.

Related posts

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ავტოავარიაში მოჰყვა და დაიღუპა

რედაქტორი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ფიცი დადო

რედაქტორი

ბესარიონ აპლია – ჩვენ, აფხაზები კირილზე ვსაუბრობთ როგორც დიდ ბატონზე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი