რეგიონი

სოფელ ცაცხვში თამაზ ჟორჟოლიანი გაიხსენეს – მას 60 წელი შეუსრულდებოდა

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამაზ ჟორჟოლიანის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თამაზ ჟორჟოლიანის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

“ბატონი თამაზი თავისი ცხოვრების წესით, შემართებითა და ეროვნული სულისკვეთებით ყოველთვის იყო მისაბაძი ადამიანი. დღეს, ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ მისი ცხოვრების განვლილ წლებს და მომავალი თაობისთვის თამაზ ჟორჟოლიანი იქნება მისაბაძი ადამიანი, რომელმაც თავისი ღირსეულად გატარებული წლებით წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის აქტზე მისი ხელმოწერა, რომელიც საუკუნეების მანძილზე დარჩება”, აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ თამაზ ჟორჟოლიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

თამაზ ჟორჟოლიანი იყო ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის პრეფექტი, საქართველოს უზენაესი საბჭოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი. 1995-2014 წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში, ბელგიის სამეფოში. თამაზ ჟორჟოლიანის ხელმოწერაა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 2016 წლიდან 2017 წლის ნოებრამდე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.

Related posts

“ბოლო ზარი” ზუგდიდში ავტოავარიით დასრულდა – დაშავებულია 7 ადამიანი

რედაქტორი

,,ნუ კლავ ანაკლიას”-“ლელოს” აქცია ანაკლიაში

რედაქტორი

ლენჯერის კლასტერი ორი ახალი ინფიცირებულით გაიზარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი