- ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 8 მილიონ 875 ათას ლარს შეადგენს.
პროექტს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელ ძველი ხიბულის მოსახლეობა სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით.