- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ბანძელაძეების საცხოვრებელ სახლში ბოროტმოქმედი წუხელ გვიან ღამით შეიჭრა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მას შემდეგ რაც შენიშნეს, ყვირილი დაიწყეს და პოლიცია გამოიძახეს.
ბოროტმოქმედმა ვერაფრის წაღება მოახერხა და ადგილიდან მიიმალა. შსს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.