ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში 49 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით პოლიციის თანამშრომლებმა, გრდაცვლილის ძმიშვილი – 26 წლის გიორგი ლატარია დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ბიძა-ძმისშვილს შორის კონფლიქტი სახლში მოხდა, კონფლიქტის და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ 49 წლის მამაკაცი გარეთ გავიდა და ქუჩაში გარდაიცვალა. მას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ცხედარი საცხოვრებელ სახლშია გადმოსვნებული.