რეგიონი

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” განხორციელებული პროექტები სენაკის მუნიციპალიტეტის ძველ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში 62 პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 84 000 ლარი გამოიყო.

ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდა: გარე განათების სისტემა მოეწყო სორტაში, კოტიანეთსა და ზემო სორტაში; სოფელ ძველი სენაკის მინი სპორტულ მოედანზე მოეწყო ხელოვნური საფარი; სოფელ საჩიქობავოში, ორ ხიდ-ბოგირზე – სათავისები, ასევე ამოიწმინდა სანიაღვრე არხი; სოფელ მეორე ნოსირში რეაბილიტირდა ცენტრალური სკვერი.

ხელისუფლების მიერ დანერგილი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ მოსახლეობის საჭიროებებსა თუ პრობლემებზე რეაგირება მოხდეს დროულად და თითოეული პროექტი თავად მოქალაქეებმა აირჩიონ.

Related posts

ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში, ბიჭი დაიბადა

რედაქტორი

სენაკში ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნა

რედაქტორი

ხობის ადმინისტრაციულ ერთეულებში covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი