STV
რეგიონი

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 იანვრიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განახლებული სახით აღდგა.  სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 193 პროექტი შეირჩა, რისთვისაც 738 000 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულს, 32 000 ლარი გამოეყო.

მოსახლეობამ თავად განსაზღვრა სოფლის პრიორიტეტები: ✔ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრში განთავსებული მოსაცდელის რეაბილიტაცია ✔სოფლის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, 4 ლოკაციაზე, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა ✔სოფლის ჩიხში, 380მ-ის მანძილზე, წყალსადენის დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია ✔ახალსოფლის ბიბლიოთეკაში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და წიგნების სათავსოს მოწყობა ✔ახალსოფლის ადმინისტრაციული კორპუსის მეტალოპლასტმასის ფანჯრებით აღჭურვა ✔სოფლის სასაფლაოზე გარე განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოების ჩატარება ✔ისულაში, საბავშვო ბაღის ცენტრალური გათბობის სისტემით აღჭურვა ✔ისულის სასაფლაოს ღობის შეკეთება ✔საჟვანიოს უბანში, სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება

ამ ეტაპზე, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია: პარლამენტის შენობაში შეჭრა ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია

სპორტსმენის კონტაქტები დადგენილია – 23 პირი საკარანტინო სივრცეშია მათ შორის ორსული ქალი და ბავშვები

რედაქტორი

სისხლის უანგარო დონაციის აქცია სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი