კულტურა

სოფო ხალვაშის სოლო კონცერტი სენაკში

მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, დღეს, სენაკმა, ყველა თაობისთვის ერთნაირად საყვარელ ქართველ შემსრულებელს, სოფო ხალვაშს უმასპინძლა.

შეხვედრა-კონცერტი, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა.

სენაკელ მსმენელთან უშუალო და გულწრფელი დიალოგის შემდეგ, ცნობილმა ქართველმა მომღერალმა მონატრებული ქართული და უცხოენოვანი სიმღერები შეასრულა.

მეგრულად ამღერებულმა სოფო ხალვაშმა საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.

ხვალ, 4 ივლისს, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, მონატრებულ მსმენელს ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, სენაკის საპატიო მოქალაქე, ვალერიან შიუკაშვილი უმასპინძლებს.

Related posts

ნეკა სებისკვერაძის სოლო კონცერტი სენაკში

რედაქტორი

მოძრავი სცენა და პიანისტი დავით ალადაშვილი ენგურის ხიდზე

რედაქტორი

“ფერების ფესტივალი – 2020” სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი