კულტურა

სოხუმის დაცემის 27 წლისთავი და რუხის ციხეში გამართული, თემატური მონოსპექტაკლი

  • სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით მონო სპექტაკლი გაიმართა. ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,27 სექტემბერი ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. დღეს აფხაზეთთან ახლოს, სოფელ რუხში ვიმყოფებით. ეს ადგილი ყველა ჩვენგანისთვის ასოცირდება დიდ ტკივილთან, რადგან ამ ადგილიდან შეჰყურებდა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მშობლიურ მიწას 1993 წლის 27 სექტემბერს. სწორედ აქედან დავანახებთ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ქვეყანას რომელსაც ვაშენებთ დემოკრატიულად და ევროპული ღირებულებებით, საერთო თანაცხოვრებისთვის. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს” – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

Related posts

ფოთში საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

“ჩელა” და “ოდოია” გასვლით კონცერტებზე

რედაქტორი

დავით ალადაშვილი ენგურის ხიდზე ღია ცის ქვეშ დაუკრავს

დატოვე კომენტარი