რეგიონი

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, საქართველოს პარლამენტის წევრებმა – თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ და გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩიამ, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველოს წარმომადგენლებმა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა და რიგითმა სენაკელებმა გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბისკირიასა და ნოდარ კანკიას ბიუსტები.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა. 1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია – ეს არის სოხუმის დაცემის უმძიმესი დღე, ამასთან დღე, როდესაც ჩვენი ქვეყნის, მშობლიური სენაკის გამორჩეულმა შვილმა ჟიული შარტავამ, თავის თანამებრძოლებთან ერთად, თავი დადო სამშობლოსთვის და მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

Related posts

ირაკლი შონია: სტუმარმოყვარე რეგიონი მზადაა მასპინძლობისთვის! გუმორძგუა სამარგალო!

რედაქტორი

გიორგი გუგუჩია: შავღელესა და ფოთში ქარისგან დაზარალებულ მოსახლეობას სახელმწიფო დაეხმარება

რედაქტორი

ათონის მთაზე მოღვაწე ბერს გიგა ქავთარაძეს ამ წუთებში ბრალს აცნობენ.

რედაქტორი

დატოვე კომენტარი