სპორტი

სპორტის საერთაშორისო დღე სენაკში წელს პირველად აღინიშნა

წელს, სენაკის მუნიციპალიტეტი, პირველად შეუერთდა ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში, სპორტის საშუალებით, მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული და აღინიშნება, როგორც სპორტის საერთაშორისო დღე.

,,სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში, დღეს, სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა საჩვენებელი გამოსვლები სპორტის სხვადასხვა სახეობებში – ძიუდოში, კარატესა და ტაეკვანდოში.

ცხოვრების ჯანსაღი, სპორტული წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სასპორტო გაერთიანების მწვრთნელ-მასწავლებლებმა: ელგუჯა ჩემიამ, გოგიტა გოგიამ და მორის სანაიამ.

 ღონისძიებას მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოგიტა მზარელუა, სასპორტო გაერთიანების ცენტრისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ დღის აღნიშვნის ფარგლებში, სენაკი წელს მესამედ შეუერთდა ,,თეთრი ბარათის“ კამპანიას, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები.

Related posts

ფოთის მერი ანაპაში გამარჯვებულ მოკრივეებს შეხვდა

სენაკის ,,ეგრისი’’ ფეხბურთის 30-ე რეგიონალური ლიგის ჩემპიონია

17 წლის ქართველი ფალავანი სენაკიდან, ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების ჩემპიონი გახდა

დატოვე კომენტარი