მსოფლიო

სტრასბურგი: რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს

„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ – ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

გადაწყვეტილების მიხედვით, მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევის გამო თითოეულ დეპორტირებულ მოქალაქეს ორი ათასი ევროს ოდენობით კომპენსაცია უნდა მიეცეს.

ხოლო პირველი პარაგრაფის მე-5 მუხლის დარღვევის გამო რუსეთმა თითოელ მოქალაქეს 10 ათასიდან, 15 ათასამდე ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა მისცეს.

2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან საქართველოს 4 634 მოქალაქე გამოაძევეს. დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა.

ამ პროცესს წინ უძღოდა 2014 წლის 3 სექტემბერს საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართველების უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი დადგინდა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძევებულ ქართველთა მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლი.

Related posts

საავადმყოფო, რომლის რეკონსტრუქციაც ჩინეთში 2 დღის წინ დაიწყო, უკვე გაიხსნა

რედაქტორი

ანკარაში აშშ-ს საელჩოზე თავდასხმა მოხდა

რედაქტორი

კორონავირუსით გარდაცვლილი – 132, დაინფიცირებული – 5 974-მდე ადამიანია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი