- აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში 62 წლის შალვა ტორონჯაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს 126 მუხლს ედავება.
საქმე ეხება ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც შალვა ტორონჯაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სტუმრებს მასპინძლობდა. საბედისწერო ვახშამზე სიტყვიერი დაპირისპირება მასპინძელსა და სტუმრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ რაც მხარეებს შორის კონფლიქტი ამოიწურა, 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც გარდაცვლილის ცხედარს გუშინ ჩაუტარდა. თავად დაკავებულები თავს უდანაშაოლოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.