STV
რეგიონი

ტიკარაძე: საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება

  • საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რათა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღონ, თუ რა დროს და რა სისტემით მოხდება სწავლება საქართველოში.

„ამ ეტაპისთვის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. სავარაუდოდ, სწავლა განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად, საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია ის, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია. ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სისტემით განვახორციელოთ სწავლა საქართველოში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

Related posts

სტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგს გუბერნიის წარმომადგენლები აწარმოებენ

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორი ჩხოროწყუში სოფლის მეურნეობის საწარმოების მუშაობას გაეცნო

რედაქტორი

ადგილობრივი ხელისუფლება ლესიჭინეს, თაიას, ზუმისა და მუხურის მოსახელობას შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი