კონფლიქტი

ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან ქართული ოჯახების დეპორტაცია იწყება

ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებიდან დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება იმ ქართველების ოჯახებს ადეპორტებს, რომლებიც 90-იან წლებში საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად იბრძოდა. ამის შესახებ დადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ იქნა მიღებული.

როგორც აფხაზეთიდან STV news-is კორესპონდენტი იუწყება, მარიონეტულმა ხელისუფლებამ იმ პირთა სია შეადგინა და განაახლა, რომლებიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ამიშ შემდეგ კი სწორედ მათი ოჯახები გააფრთხილა და იძულებით გასახლებამდე იმის უფლება მისცა, რომ საკუთარი ნივთების ოჯახიდან გატანის საშუალება მისცა.

სხვა გზა არ დაგვრჩენია, უნდა მოვაგროვოთ ის ნივთები, რომელთა გატანასაც შევძლებთ და დავტოვოთ ჩვენი სახლ-კარი. გვითხრეს, რომ ჩვენი ოჯახიდან აფხაზეთის ომში იარაღით ხელში იბრძოდა მამა და ჩემი ძმა. შესაბამისად მათი ახალი გადაწყვეტილების საფუძვლად არც ჩვენ გვაქვს უფლება საკუთარ სახლში ვიცხოვროთ”-აცხადებს თყვარჩელის მკვიდრი ესმა. მ.

Related posts

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულმა ქართველმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

რედაქტორი

ოკუპირებული გალის რაიონი მთლიანად ჩაიკეტა

რედაქტორი

გუდაუთაში რუსი სამხედროების მონაწილოებით წვრთნა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი