პოლიტიკა

უკრაინელი ექსპერტი: “რაც ხდება ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავს „ლომკას“

„არის ვიდეო, რომელიც ოდესაშია გადაღებული, სადაც ჩანს – სააკაშვილს წონასწორობის შენარჩუნება უჭირს, თვალები აქვს გადატრიალებული. კარგად ჩანს, რაშიც არის საქმე, ამაზე ნებისმიერი ნარკოლოგი გეტყვით”, – განაცხადა ბლოგერმა და ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში დმიტრო ჩეკალკინმა უკრაინის ტელევიზიის ეთერში.

„არსებობს უამრავი დოკუმენტური ინფორმაცია, რომ სააკაშვილი აქტიურად მოიხმარდა ფსიქოტროპულ პრეპარატებს. და ის, რაც ხდება ციხეში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ძალიან ჰგავს „ლომკას“, რადგანაც მას ფსიქოტროპულ პრეპარატებთან წვდომა არ აქვს“, – ამბობს ბლოგერი.მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გარშემო შექმნილ სიტუაციას არაადეკვატურად აფასებს.

„ის ორი მუხლით საქართველოში უკვე გასამართლებულია და ახლა მის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, ასევე, უკრაინის საზღვრის დარღვევისთვის. ასე რომ, როდესაც დავით არახამია ან კიდე ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, უნდა გაითვალისწინონ, რომ სააკაშვილმა უკრაინის კანონიც დაარღვია. უკრაინას შეუძლია, დიპლომატიური არხების ხაზით მიაღწიოს იმას, რომ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, გადაეცეს უკრაინის მხარეს და სასჯელი უკრაინაში მოიხადოს, – საუბარია სასჯელზე, რომელიც მას მიუსაჯეს საქართველოში. მაგრამ აქ არ არის საუბარი საქმის გადახედვაზე, ეს მხოლოდ საქართველოს სასამართლოს შეუძლია. არ შეიძლება საქართველოს სასამართლოს საქმეებში ჩარევა, არსებობს შესაბამისი პროცედურები, და გადაცემა-არგადაცემის საკითხს თავად ის სახელმწიფო წყვეტს, რომელმაც ესა თუ ის პირი გაასამართლა“, – განაცხადა დმიტრო ჩეკალკინმა.

Related posts

საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ გაწეულმა ხარჯმა 14 მილიონი ლარი შეადგინა

რედაქტორი

გიორგი გახარია – პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მაგრამ ეფექტურად და მკაცრად

რედაქტორი

ბიძინა ივანიშვილი – როდესაც არაფორმალურ მართვაზე მესაუბრებით, უხერხულია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი