ურეკში, ატოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა მიკროავტობუსს, ორივე კი გაჩერებულ ,,მერსედესის“ ტიპის ავტომანქანას შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ერთ- ერთ მანქანაში ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ექიმების განცხადებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემგომი კვლევებისათვის ისინი გადაყვანილი არიან ფოთის ჰოსპიტალში.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.