STV
არჩევნები 2020

“უსინდისობა და სამარცხვინო!”-ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებენ

  • ზუგდიდელი თეკლე ნარმანია პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარესა და ამავე დროს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს ალექსანდრე ახვლედიანს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნარმანიამ სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ დაპოსტა.

“დღეს, ჩოგბურთის თამაში გვინდა და იქნებ დაგვეხმარო ბიჭებმა რომ ისწავლონო.
მითხრეს შენი შვილის პრობლემებიც ვიცითო. შვილი მყავს ავად.სიცოცხლისთვის იბრძვის და თითქმის უიმედოდ ვართ.
მოკლედ, რომ წამოვედი სურათის გადაღება მთხოვა ალიკა ახვლედიანმა, უარი რატომ უნდა მეთქვა და საღამოს აღმოვაჩინე, რომ საკუთარ გვერდზე პოლიტიკური განცხადებები დაუდია, ლელოში შემოგვიერთდაო…
რა უსინდისობაა. ამჟამად არ მცალია მე პოლიტიკისთვის, შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძვი უიმედოდ…
რა უსინდისობაა ეს.
სამარცხვინო! “-წერს სოციალურ ქსელში თეკლე ნარმანია.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ მივაღწიეთ და ბოლო რვა წლის განმავლობაში მთავარი საზრუნავი გავხადეთ მოქალაქე

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ჭითაწყარში, რიყესა და ნაწულუკუში გამართა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელიამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი