კულტურა

ფესტივალ Echowaves 23 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება

ფესტივალ Echowaves-ის დაწყებამდე 8 დღე რჩება. გუშინ, 14 აგვისტოს, შუადღის 4 საათიდან ფესტივალის ბილეთების ფასი გაიზარდა. მულტიფასი 170 ლარი გახდა, დღიური ბილეთები კი – 75.

ფესტივალი 23 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე გაიხსნება. პირველი შემსრულებელი Juan Atkins და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ორკესტრი იქნება და ისინი მთავარ სცენაზე-Wave Stage-ზე დაუკრავენ.

ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და მის ორგანიზებაში სერბული EXIT ფესტივალიც არის ჩართული.

ამ ეტაპზე ფესტივალის ტერიტორიაზე სცენების და კვების ობიექტების კონსტრუქციების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რაც კვირის ბოლომდე დასრულდება.

ფესტივალის ორგანიზატორებმა გახმოვანების სისტემა ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისგან შეიძინეს. აპარატურას საქართველოში რამდენიმე დღეში ელოდებიან, რის შემდეგაც უკვე მისი სცენებზე დამონტაჟება დაიწყება.

ორგანიზატორები ცდილობენ ყველა დეტალი წესრიგში იყოს და ანაკლიაში ჩასულ მსმენელს საუკეთესო მუსიკა დაგარემო შესთავაზონ.

„ეს მართლაც განსკუთრებული პროექტია. საერთაშორისო ბრენდთან, EXIT-თან ერთად პირველად კეთდება ფესტივალი საქართველოში. იმედი მაქვს , ის სამომავლოდაც გაგრძელდება და აქ კიდევ ბევრ სტუმარს ჩამოიყვანს. ჩვენი სურვილია, საუკეთესო ფესტივალი შევთავაზოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებს.“ -ამბობს ფესტივალის სლოვენიელი ორგანიზატორი, Anaklia Entertainment Group -ის აღმასრულებელი დირექტორი ბრანე კოსტადინოვი.

Related posts

12 ოქტომბერს ანსამბლ ,,ფორტე’’-ს 30 წლის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა გაიმართება

რედაქტორი

ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია პოეზიაში “წინანდლის პრემიის” გამარჯვებული გახდა

რედაქტორი

ქუჩის ხელოვნების – Street art-ის პირველი ნიმუშები სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი