რეგიონი

ფოთის მერობის კანდიდატი: „ ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა პრიორიტეტული პროგრამის განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფოთის მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას”

ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

„ეს არის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღო მერობის არჩევნებში ჩემს მშობლიურ ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ქალაქში, რომელსაც აქვს მდიდარი წარსული და მნიშვნელოვანი მომავალი. მინდა მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების” გუნდის ლიდერებს გამოცხადებული ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ახალ ამპლუაში გავაგრძელო მუშაობა და ზრუნვა ფოთის განვითარებაზე.

ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ქალაქისთვის სარგებელი მომეტანა, განსაკუთრებით ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნის დროს, ვცდილობდი თითოეული მოქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე სწორი ნაბიჯები გადამედგა. ამისთვის მადლობა საკრებულოს წევრებს და თითოეულ საკრებულოს თანამშრომელს, გვერდში დგომისთვის და შრომისთვის.

წარსული გამოცდილება და ჩვენი გუნდი , რომელიც შედგება ახალგაზრდა, გულანთებული, პროფესიონალი, სწორად მოაზროვნე ადამიანებისგან , ასევე ჩვენი ქალაქის მაჟორიტარის – ირაკლი ხახუბიას მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვანი რესურსია ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პროცესში, მაძლევს იმის გარანტს, რომ სწრაფად და ეფექტურად ვუპასუხო ქალაქში არსებულ გამოწვევებს.

ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა პრიორიტეტული პროგრამის განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. შევძლებთ მივაღწიოთ, შრომაზე, ცოდნაზე და ღირსეულ წარსულზე დაფუძნებულ განვითარებას! ერთად შევძლებთ! ერთად გავიმარჯვებთ! ერთად წარმატებისთვის!“

Related posts

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს

რედაქტორი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

“ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს” – ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი