რეგიონი

ფოთის საბავშვო ბაღებში პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

  • ფოთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად საბავშვო ბაღებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღებში მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. აღსაზრდელებზე ზრუნვა ჩვენი უპირველესი ამოცანაა. ფოთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა აღსაზრდელები უსაფრთხო გარემოში მივიღოთ“ – აღნიშნა ფოთის მერმა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება რეგულარულად.ვირუსის საპრევენციოდ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ. ასევე,ფოთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განახლება.2018-2019 წლებში ფოთში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით აღიჭურვა 15 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება.

სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. 200 ლარით გაიზარდა ბაღის პედაგოგთა და აღმზრდელთა შრომის ანაზღაურება. მიმდინარეობს 2 ახალი ბაღის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი მოემსახურება.

Related posts

ნარკოდანაშაულისთვის ანაკლიაში საქართველოს და ირანის 4 მოქალაქე დააკავეს

რედაქტორი

დღეიდან ზუგდიდის და სენაკის ბაზრები დაიკეტა

რედაქტორი

ზუგდიდის 87-ე უბანზე მომხდარი დაპირისპირების გამო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

დატოვე კომენტარი