რეგიონი

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი მომავალი წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატებას გეგმავს

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი მომავალი წლიდან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატებას გეგმავს-ამის შესახებ დღეს საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელსაც ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო.

“ ჩვენი საზღვაო ინდუსტრიის განვითარების ტემპისა და პერსპექტივების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ამ სფეროში კვალიფიციურ კადრებზე გაჩენილი მოთხოვნა თავადვე დავაკმაყოფილოთ – ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ ის მაღალანაზღაურებადი კადრები, რომლებიც ქალაქის და ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურაში დასაქმდებიან”-განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საგანმანათლებლო, ისე საზღვაო სფეროს კერძო თუ საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები.

ამჟამად, ფოთის საზღვაო სასწავლებელში მეზღვაურთა საწვრთნელი კურსები და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მიმდინარეობს და დღეისათვის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 300-მდე სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებით ეუფლება მოთხოვნად პროფესიებს.

Related posts

გიორგი შენგელია – ხალხის შეცდომაში შეყვანას ჯობია ეყოთ ვაჟკაცობა და მოგვილოცონ გამარჯვება

რედაქტორი

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა ამ ეტაპზე 72 პაციენტს მიიღებს

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში არსებულ ვითარებს გაეცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი