რეგიონი

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე : „ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი ქალაქის სწრაფი განვითარებაა, რომლისკენაც სვლა შეუქცევადად უნდა წარიმართოს”

“მივესალმები ჩემს ძვირფას ფოთელებს. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო წარმატებული 2022 წელი.

როგორც ცნობილია 2021 წლის 30 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მე ამირჩიეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ. ამისთვის მადლობას გიხდით თქვენ ჩემო ფოთელებო. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვემსახურო თითოეული ჩემი თანამოქალაქის საუკეთესო ინტერესებს.

მართალია წინა წლები გამოწვევებით იყო აღსავსე, თუმცა მომავალი ჩვენს ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის უკეთესობისკენ შევცვალოთ. ჩვენი დაპირებისამებრ, ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა იქნება ამ ქალაქს შევძინოთ სტრატეგიული მნიშვნელობა და გარდავქმნათ ერთ-ერთ წარმატებულ ცენტრად ჩვენს ქვეყანაში.

ფოთი უნდა დაუბრუნდეს განვითარების იმ მოდელს, რომელსაც ეს ქალაქი მისი დაფუძნების დღიდან დაადგა. ქალაქი ფოთი ხომ ოდითგანვე დასავლური ღირებულებების მატარებელი ქალაქია, რომელიც, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით, უმნიშვნელოვანესი ფუნქციით იყო დატვირთული. შესაბამისად, ჩემი და ჩემი გუნდის მიზანიც ქალაქის სწრაფი განვითარება იქნება, რომლისკენაც სვლა შეუქცევადად უნდა წარიმართოს.

ჩემთვის ასევე კარგად არის ცნობილი სხვადასხვა მიმართულებით არსებული ადგილობრივი პრობლემები, რომლებსაც ეფექტურად გადავჭრით თუკი ერთად დავდგებით ამ გამოწვევების პირისპირ. მე მჯერა, რომ ქალაქ ფოთის მოქალაქეებისთვის ჩვენს მიერ დაპირებული ყველა მნიშვნელოვანი პროექტი პოზიტიურად გადაიჭრება და ლოგიკურ დასასრულამდე მივა. ქალაქისთვის ყველა საჭირო პროექტის განხორცილებისთვის, ფოთის საკრებულო, მაჟორიტარ ირაკლი ხახუბიასა და ქალაქის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად, აქტიურ კომუნიკაციაში დარჩება პარტია ქართულ ოცნებასა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორც არა ერთხელ მითქვამს, ღრმად ვარ იმაშიც დარწმუნებული, რომ ფოთელების აქტიური ჩართულობის შედეგად ფოთის განვითარებას ვერაფერი შეაფერხებს და ის ქვეყნის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემ ქალაქს დამდეგ შობა-ახალ წელს! დღეს შექმნილ ვითარებაში, პირველ რიგში, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, ეკონომიკური კეთილდღეობა და, დაე, საუკეთესო 2022 წელი გვქონოდეს ჩვენი და ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ. ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს საქართველო, ქალაქი ფოთი და მისი თითოეული მოქალაქე!

Related posts

მამუკა წოწერია ანაკლიაში მოსახლეობას დგებუაძის და გამსახურდიას ქუჩებზე შეხვდა

რედაქტორი

გიორგი გახარიამ სამეგრელო კომენტარის გარეშე დატოვა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელიამ ,,CPMR“-ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი