STV
რეგიონი

ფოთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

  • ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც.

შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

„ საბავშვო ბაღების მშენებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შევძელით და მალე, ჩვენს პატარებს ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება“-განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

2018-2020 წლებში ფოთში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით აღიჭურვა 15-ივე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. აშენდა 1 და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. 200 ლარით გაიზარდა ბაღის პედაგოგთა და აღმზრდელთა შრომის ანაზღაურება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულია ტენდერი ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.

Related posts

სანდრა რულოვსი ზუგდიდის საკრებულოს წევრს დაემუქრა [ვიდეო]

რედაქტორი

ელიზაბედ რუთი: “აშშ ძლიერად უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს”

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორი: მეჩაიეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი რეგიონისთვის

რედაქტორი

დატოვე კომენტარი