რეგიონი

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშო ბაღის მშნებელობა მიმდინარეობს

ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება.

გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

“საბავშვო ბაღების მშენებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შევძელით და მალე ჩვენს პატარებს ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება“-განაცხადა ფოთის მერმა.

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 000 ლარს შეადგენს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. ფოთში 2018-2020 წლებში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით აღიჭურვა 15-ივე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება.

აშენდა 1 და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. 200 ლარით გაიზარდა ბაღის პედაგოგთა და აღმზრდელთა შრომის ანაზღაურება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილია კიდევ ერთი ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა

Related posts

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

რედაქტორი

ოკუპანტების მიერ 7 ივნისს სოფელ მუჟავადან გატაცებული 3 ადამიანი თავისუფალია

რედაქტორი

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი