რეგიონი

ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლის გამწვანების და კუნძულის უბნის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ფოთში კუნძულის უბნის და მალთაყვის სანაპირო ზოლზე კეთილმოწყობის და გამწვანების სამუშაოებს გაეცო.

კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, კერძოდ მოეწყობა: ჩოგბურთის კორტი, მინი-საფეხბურთო მოედნი და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერი. კომპლექსის სამივე მხარეს მოეწყობა ღია ავტოსადგომები. მიმდინარეობს პენსიონერთა სახლის მშენებლობა. ქუჩის გასწვრივ, ბულვარზე ზღვის მხარეს მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯებირს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია.

მალთაყვის სანაპირო ზოლზე კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება. მოწესრიგდა დაზიანებული ასფალტის საფარი, ხორციელდება გამწვანებითი სამუშაოები, მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე. სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტისა და კერძოს სექტორის ერთობლივი ჩართულობით ხორციელდება.

ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს, მონიტორინგს მისი მოადგილე დავით ვერავა უწევს, გამწვანების სამუშაოებს კი სახელმწიფო რწმუნებულის მეორე მოადგილე ლუდუკ ხასია პირადად ხელმძღვანელობს. მალთაყვაში დამსვენებელთა უსაფრთხოების მიზნით, შსს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სამაშველო ბრიგადები პატრულირებას დილის ცხრა საათიდან საღამოს ცხრა საათამდე ახორციელებენ.

Related posts

ფოთში ნარჩენების მართვაზე კონტროლს “სერვისების ცენტრი“ განახორციელებს

სამეგრელოს გუბერნატორი და ზუგდიდის მერი EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს შეხვდნენ

რედაქტორი

ზუგდიდის მერი სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნო

დატოვე კომენტარი