- ფოთში, მალთაყვის უბნის მუნიციპალიტეტის ოფისი გაქურდეს. მერის რწმუნებულის, უჩა დოლიძის განცხადებით, წაღებულია კომპიუტეტის ორი პროცესორი. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, მიმდინარეობს ძიება.
„წაღებულია კომპიუტერის ორი პროცესორი. კარები დაკეტილი დაგხვდა ჩვეულებრივად, ფანჯრიდან არიან შესულები სავარაუდოდ. პოლიცია ადგენს ყველაფერს“ – განაცხადა მერის წარმომადგენელმა მალთაყვის უბანში უჩა დოლიძემ.