STV
შემთხვევა

ფოთში მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი წყლიდან გამოიყვანეს

  • ფოთში მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი წყლიდან გამოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„ფოთში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მორიგეობისას მეხანძრე-მაშველმა წყალში მყოფი მოქალაქე შენიშნა, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და სჭირდებოდა მაშველების დახმარება.

მოქალაქის დასახმარებლად, დაუყონებლივ, სკუტერით გავიდნენ მეხანძრე-მაშველები. ქალბატონი მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება და პროცესში ჩაერთო სამაშველო კატარღა.

მეხანძრე-მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ნაპირზე გამოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მოსვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

ამ დროისთვის, მოქალაქე გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Related posts

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის [ფოტო]

რედაქტორი

ზუგდიდში ასაკოვანმა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

რედაქტორი

ზუგდიდში თოვლის ბაბუა მოიპარეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი