შემთხვევა

ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს 2 მუშა დაშავდა

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესის დროს 2 მუშა დაშავდა. დაზიანება საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შედეგადაც ქარხნის ორმა თანამშრომელმა სხეულის სხეულის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯერ სენაკის კლინიკა ,,არქიმედეში”, მოგვიანებით კი ქუთაისის კლინიკა ,,უნიქალ მედიში” გადაიყვანა.

,,ერთ- ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მკურნალობად რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და ის კლინიკიდან სავარაუდოდ, დღეს გაეწერება.”- განაცხადა კლინიკა ,,უნიქალ მედის” გენერალურკა დირექტორმა შოთა მარუაშვილმა.

Related posts

ოკუპირებულ გალში დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოიყვანეს

სოფელ ჭითაწყარში ავტომანქანა აფეთქდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

რედაქტორი

ერგეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საბავშვო ბაღი იწვის

რედაქტორი

დატოვე კომენტარი