რეგიონი

ფოთში მიმდინარე პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გაეცნო

ფოთის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. უკვე დასრულდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნების მშენებლობა, მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, დამონტაჟდა ლედტაბლო, განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ეწყობა, რომელიც 2023 წელს თბილისსა და ბათუმთან ერთად ფოთშიც ჩატარდება. ქალაქში მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებული ფოთის ცენტრალური და დამხმარე სტადიონების მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ, მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან, ქალაქის მერთან გოჩა კურღელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ფაზისი ქუჩაზე გაეცნო.

ფაზისის ქუჩაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, ახალი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მალთაყვის სანაპირო ზოლთან დამაკავშირებელ გზას შეუერთდება. ფაზისის ქუჩის რეაბილიტაციისა და ახალი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.

ამ ეტაპზე, ფოთის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 8 ქუჩაზე მიმდინარეობს. დღესვე სახელმწიფო რწმუნებული ფოთის მერიის სამსახურების უფროსებს და საკრებულოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქალაქში არსებული საჭიროებები განიხილეს. სახელმწიფო რწმუნებულმა, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, არსებული პრობლემების მყისიერ გადაჭრაზე და მოსახლეობასთან ინტენსიურ კომუნიკაციაზე გაამახვილა ყურადღება.

Related posts

სტეფანე ზუგდიდში სოლო კონცერტს მართავს (Live video)

რედაქტორი

გოჩა კურდღელია: ფოთისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია

რედაქტორი

ჩხოროწყუში 26 მაისს პირველი პრეზიდენტის სახელობის სკვერი გაიხსნება

დატოვე კომენტარი