რეგიონი

ფოთში პროფესიული სწავლების სახელოსნოები შენდება

  • ფოთში, პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ ტერიტორიაზე პროფესიული სწავლების სახელოსნოები შენდება. ავტომობილის ძრავისა და სავალი ნაწილის შეკეთების და შედუღების შესასწავლად საჭირო სახელოსნოების მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

სახელოსნოების აშენების მიზანი სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლის შესაძლებლობის მიცემაა – სასწავლო პროგრამისა და პროფესიის წარმატებით დაუფლებისთვის. საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.

სახელმწიფო სრულად აფინანსებს სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას, ასევე ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში სწავლას პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალია და მზარდი.

Related posts

“მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები” – ზუგდიდელი პედაგოგის დისკრედიტაციული პოსტი სოც ქსელში

რედაქტორი

“Garden Palace”-ში ჟურნალისტების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა

რედაქტორი

პრინციპული არჩევანი – ზუგდიდი ირჩევს სალომეს

დატოვე კომენტარი