რეგიონი

ფოთში საახალწლო დღეები მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა

ფოთში საახალწლო დღეები მთავარ ნაძვის ხესთან საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. დღეიდან 14 იანვრამდე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დაგეგმილია ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები.

გაიმართება კონცერტები როგორც ადგილობრივი, ასევე, მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. 7 იანვარს კი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილია საახალწლო-საშობაო ღონისძიება,რომლის ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები და საღამოს საათებში კონცერტი.

ბექა ვაჭარაძემ ნაძვის ხესთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებას დამდეგი 2022 წელი მიულოცა.

“დარწმუნებული ვარ 2022 წელი იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის წელი. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ რომ ვიზრუნოთ ამ ქალაქის უკეთეს მომავალზე, ისეთ მომავალზე, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ჩვენ ქალაქს თავისი ისტორიით, თავისი განსაკუთრებულობით, ეკუთვნის ჩვენ შვილებს, ჩვენ ახალგაზრდებს და თითოეულ ჩვენთაგანს. გილოცავთ დამდეგ 2022 წელს”- განაცხადა ფოთის მერმა და მადლობა გადაუხადა APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი ნაძვის ხის გადმოცემისთვის.

Related posts

ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

რედაქტორი

ბესარიონ სიმონიშვილმა დევნილებისთვის დაფინანსებული სათბურები მოინახულა

რედაქტორი

სენაკში, 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი