რეგიონი

ფოთში ფონდი “ქართუ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ახორციელებს

  • ქალაქ ფოთში აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის სამუშაოები, რომელსაც ფონდი “ქართუ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობას და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მხატვართა სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 2, 8 მლნ ლარია. სამხატვრო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება, სადაც მხატვართა სახლი განთავსდება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ისე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის კუთხითაც. ორივე შენობა სრულად კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული იქნება. ეზოც ძალიან ლამაზი გამოვა. ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე არაერთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, მძიმე მდგომარეობაშია. მსგავს შენობებს შესაძლებლობების ფარგლებში, ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ ისე, რომ ის ყველაზე ძვირფასი და ლამაზი იყოს“-განაცხადა ფოთის მერმა.

შენობა,რომელშიც მხატვართა სახლი განთავსდება ულამაზეს, მოდერნის სტილში შესრულებულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ეს ისტორიულიშენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა. იგი წითელი აგურით არის ნაშენი და გამოყენებულია კირქვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდიდარია სხვადასხვა არქიტექტურული დეტალით, კონფიგურაცითა და მხატვრული ელემენტით. შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში , ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა და მისი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია .

Related posts

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრები გრძელდება

რედაქტორი

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

ქალაქ ფოთის პორტში თურქული გემი „TCG BAYRAKTAR (L-402)“ შევიდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი