რეგიონი

ფოთში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს

ფოთში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი 71 წლის ნ. ღ. დააკავეს. მას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას ედავებიან.

გავრცელებული ინფორმაციით დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა. დაკავების ფაქტს ნარკოლოგიურში, ღვინჯილიას თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ.

ღვინჯილია 14 ივლისს ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც იგი ნარკოლოგიური სამსახურის პარალელურად მუშაობდა . შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვას გულისხმობს.

Related posts

ზუგდიდის მერიაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

რედაქტორი

ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

რედაქტორი

გახარია – ყველაზე მძიმე მდგომარეობა არის სოფელ ოქტომბერში

დატოვე კომენტარი