რეგიონი

ფოთში, „ცენტრალური საავადმყოფო- ბომონდში“ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში, „ცენტრალური საავადმყოფო- ბომონდში“ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ფოთში ვაქცინაციის პროცესში 5 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება („ფაიზერი“ , „სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“).

მასობრივი ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე ნიკოლოზ იზორია და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტისა და ტურიზმის სამსახურის თანამშრომლები და ამ სექტორში დასაქმებულები აიცრნენ.

ვაქცინაციის პროცესს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო.ქალაქის მერის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითაც შესაძლებელია შევაჩეროთ და შვებრძოლოთ პანდემიის გავრცელებას, ამავდროულად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და მის შემდგომ ზრდას.

Related posts

სენაკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

რედაქტორი

кгв – წარწერა გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე ზუგდიდში

რედაქტორი

ფოთს ფერეიდნელი ქართველი საიდ მულიანი სტუმრობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი