რეგიონი

ფოთში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფოთის მერია დახმარებას გაუწევს

ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ფოთის მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

ხანძარი კოსტავას ქუჩაზე არსებულ ოთხსართულიან კორპუსში, დღეს დილით გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ერთი ბინა სრულად დაიწვა, ერთი კი ნაწილობრივ. ზარალის ოდენობას მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი კომპენსაცია გადაეცემათ.

საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებელი ქირით უზრუნველყოფს. ოპერატიულად დაიწყება დაზიანებული სახურავის გადახურვის სამუშაოები. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

Related posts

რუხის სამედიცინო ცენტრი სამ დღეში კარანტინზე გადასაყვან მოქალაქეებს მიიღებს

რედაქტორი

პირი, რომელმაც შუა ხორგაში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია დაკავებულია

რედაქტორი

ხობის მერიის წინ ფეხბურთელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი