ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე, ერთ- ერთი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში, სადაც მაღალი ძაბვა გადის, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ძლიერი დამწვრობით ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, მოზარდს სხეულის ვრცელი მიდამოს დამწვრობა აღენიშნება.
,,შემთხვევის ადგილზე, რომ მივედით ბავშვი იყო კონტაქტური, თავის მდგომარეობას აცნოიერებდა. მას აღენიშნებოდა სხულის ვრცელი მიდამოს დამწვრობა, შესაბამისად ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადავიყვანეთ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. მდგომარეობა მძიმეა, მიღებული აქვს მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა,“- განაცხადა სასწრაფოს მორიგე ექიმმა ლალი დემანიამ.