კულტურა

ფოლკლორის ფესტივალი ,,ხალხური საღამოები” ნოქალაქევში

29 ივლისს, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, სენაკისა და ჩოხატაურის ვაჟთა ანსამბლების – ,,მუსიკელის“ და ,,ამაღლების“ მონაწილეობით, ფოლკლორის ფესტივალი ,,ხალხური საღამოები” გაიმართა.

ფესტივალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფესტივალი ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში იმართება.

მასში მონაწილეობას 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი ღებულობს.

საზაფხულო კონცერტები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

Related posts

წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი”ოფიციალურად გაიხსნა

რედაქტორი

თეატრალური დღეები სენაკში

რედაქტორი

სენაკში ,,რანინას“ 2022 წლის ფინალისტების კონცერტი გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი