კულტურა

„ფურინჯი“- პრემიერა ზუგდიდის დადიანის თეატრში

24 ივნისს 19:00 სთ-ზე რეგულაციების სრული დაცვით , ზუგდიდის დადიანის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ფურინჯი“.

მშვიდობიანი საზოგადოების შექმნა არის ზოგადსაკაცობრიო ამოცანა. მსგავსი ხასიათის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ დიდი საერთაშორისო პოლიტიკური და თემატური ორგანიზაციები. ამავდროულად ხელოვნება და თეატრი არის უმნიშვნელოვანესი იარაღი ამ საქმეში. ფურინჯი მეგრული სიტყვაა და ფრენასთან ასოცირედება.

სპექტაკლი, ერთი სევდიანი თოჯინისა და მსახიობების საშუალებით გვიყვება ამბავს სიყვარულზე, ჰუმანურობასა და ურთიერთპატივისცემაზე, რომლის მეორე მხარეს დგას ომი და ომის დაუნდობელი სისასტიკე. სამი პერსონაჟის ცხოვრება აფხაზეთის ომამდე, ომის შემდგომ ცხოვრებაზე და მშვიდობის აუცილებლობაზე, არის ჩვენი სპექტაკლის იდეა, რომელიც ყველა თაობის მაყურებელზეა გათვლილი, მათ შორის მოზარდ თაობაზე

Related posts

ოთო ნემსაძე და ანსამბლი “შავნაბადა” თელ-ავივში დღეს გაემგზავრნენ

Black Sea Arena-ს დირექტორად ტატო ხარჩილავა დაინიშნა

რედაქტორი

ფოთში საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი