STV
რეგიონი

ქალაქ ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

  • ზუგდიდში რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ ქუჩებს, სადაც მოძრაობის ინტენსივობა ყველაზე მაღალია, სოხუმის ქუჩას, რუსთაველის ქუჩას აღმაშენებლისა და ლ. ბერიას ქუჩას.

ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები იმდენად ამორტიზებულია, რომ აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი.

ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.

ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. მათ შორის, რებილიტირდება ზუგდიდის ცენტრალური – შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩები .

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, რომლის ღირებულება 52 მილიონ ლარამდეა

Related posts

აგროდიზელის ბარათი, ორი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში 600-მდე ფერმერმა აიღო

რედაქტორი

სენაკში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

რედაქტორი

ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ბაღი შენდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი