რეგიონი

ქალაქ სენაკში, №1 ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

რეაბილიტაცია უტარდება სააღმზრდელო, სასაწყობე ოთახებს, სველ წერტილებს; იცვლება ფანჯრები, მიმდინარეობს საკონცერტო დარბაზის კეთილმოწყობისა და სამზარეულო შენობის გადახურვის სამუშაოები.

ბაგა-ბაღის მარჯვენა ფლიგელის მეორე სართულზე ასევე აქტიურად ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც განთავსდება მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ადმინისტრაცია. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად გაეცნო.

უახლოეს პერიოდში, ქალაქ სენაკშ, ელიავას ქუჩაზე, ასევე დაიწყება 100 აღსაზრდელზე გათვლილი, №3 ბაგა-ბაღის მშენებლობის უანალოგო პროექტის განხორციელების პროცესი.

Related posts

ზუგდიდში მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კეეზაიას ოჯახის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

რედაქტორი

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მერმა ბავშცებს მერიაში უმასპინძლა

რედაქტორი

ქალაქ ფოთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების და საახალწლო საჩუქრების გაცემა დაიწყო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი