რეგიონი

ქალაქ ჩხოროწყუში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეწყობა სასმელი წყლის ავზი და წყლის მილები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე დაქსელვითი სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯანო პერტაია და მერის წარმომადგენელი ქალაქ ჩხოროწყუში ნონა პაპავა ადგილზე გაეცნენ. ზემო გარახის უბნის მაცხოვრებლებს წლებია წყალმომარაგების პრობლემა აწუხებთ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით რამდენიმე ერთეული ოჯახი სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება. პროექტი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. “სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დასახლებაში დასაფინანსებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით თავად მოსახლეობამ აირჩია.. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ყველა ადმინისტრაციულ ერთულში დაწყებულია.

Related posts

მდინარე ენგურზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალი ხიდი შენდება

რედაქტორი

მამუკა წოწერია – ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდების ხელშეწყობაა

რედაქტორი

სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი