რეგიონი

ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, სანიაღვრე სისტემა, ველობილიკი, სტადიონი, სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სკამები, განათება, ღობე, „წყლის სოკოები“, მდინარის სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეები, საფეხმავლო ბილიკები და დაიგება ფილები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ დაათვალიერეს.

ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და ხობის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი რეკრეაციული ადგილი შეემატება.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არბა“ ახორციელებს.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია ხობში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

რედაქტორი

ზუგდიდში სადაზღვევო კომპანია პრაიმის სერვისცენტრი გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი