- ქალაქ ჯვარში სსიპ კოლეჯი „ლაკადას“ტერიტორიაზე სასწავლო სახელოსნოები აშენდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო, რომელსაც ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია,სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია.
ტენდერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადდა. სახელოსნოს მშენებლობა პროფესიულ განათლებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. საქართველოში პროფესიული განათლების მიღება ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლას სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლას, ასევე ნაწილობრივ კერძო კოლეჯებში სწავლას პრიორიტეტულ მიმართულებებზე. პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალია და მზარდი.
პროფესიული განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, როგორც სასწავლო პროგრამების დახვეწის, ახალი მოდულებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდების დანერგვის ასევე, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით.